კატეგორიები

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთი კუბაზე მეორე ნავთობტანკერს აგზავნის

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთი კუბაზე მეორე ნავთობტანკერს აგზავნის
Copyright AP
კუბაში ენერგეტიკული კრიზისია. 2 აპრილს  ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ  რუსეთი კუბაში მეორე ნავთობტანკერის გაგზავნას გეგმავს. ამ ნაბიჯით მოსკოვი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას კუნძულის მიმართ.

განცხადება ორი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც კუბის პორტ მატანსასში  სანქცირებული რუსული ტანკერი შევიდა, რომელსაც 730,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა,. ეს სამი თვის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნავთობტანკერმა კუნძულს მიაღწია.

„კუბა სრულ ბლოკადაშია, ის მოწყვეტილია ყველაფერს.  და ვისი ნავთობი ჩავიდა იქ? რუსულმა გემმა გაარღვია ბლოკადა. ახლა კი უკვე მეორე გემიც იტვირთება. კუბელებს მარტო არ დავტოვებთ გასაჭირში“. - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილიოვმა.

იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპი ტარიფებით დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიდნენ. თუმცა ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ პრობლემა არ ექნება, თუ რუსული ტანკერი შევა  ნავსადგურში, რადგან  ფიქრობს, რომ ამით კუბის მთავრობას ვერ დაეხმარებიან.

შეერთებული შტატების ენერგეტიკულმა ბლოკადამ გააღრმავა კუბის ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სერიოზული შეფერხება, სახელმწიფოს მიერ მართული საკვების რაციონის სისტემის შემცირება და წყლისა და მედიკამენტების დეფიციტი. ამ პრობლემებმა  განსაკუთრებით კუნძულის ყველაზე დაუცველი ჯგუფები დააზარალა.

დაკავშირებული ამბები
ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთი კუბაზე მეორე ნავთობტანკერს აგზავნის აშშ-ის ნებართვის შემდეგ, კუბა რუსული ნავთობის მოლოდინშია