არგენტინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვება მემარჯვენე პოლიტიკოსმა ხავიერ მილეიმ მოიპოვა.
არგენტინის საარჩევნო ორგანოს ინფორმაციით, კვირას გამართულ არჩევნებში მილეიმ ხმათა 55.8 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა და ეკონიმიკის მინისტრმა სერხიო მასამ კი – 44.2 პროცენტი.
არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა სერხიო მასამ და ხავიერ მილეის გამარჯვება მიულოცა. მას მოჰყვა უცხოელი ლიდერებისა და პოლიტიკოსების მოლოცვებიც. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მილეი არგენტინას ისევ დაუბრუნებს დიდებას.
გამარჯვების შემდეგ ხავიერ მილეიმ, რომელსაც ხშირად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც კი ადარებენ, განაცხადა, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან სწორედ ამ დღიდან იწყება არგენტინის რეკონსტრუქცია.