კატეგორიები

იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა

იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა

იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა. მოვლენას წინ უძღოდა მხარეებს შორის დიპლომატიური განხეთქილება,მას შემდეგ რაც ლონდონმა ის ისრაელელი ახალმოსახლეები დაასანქცირა დასავლეთ სანაპიროდან,რომლებიც პალესტინელების შევიწროვებაში მონაწილეობენ.

ლონდონში აცხადებენ, რომ უწყება შედარებით მცირე საქმიანობისთვის ღია დარჩება,თუმცა ის უკვე ბრიტანეთის მისიაა და არა საკონსულო.ადგილზე რამდენიმე ბრიტანელი დიპლომატი თუ დარჩება.მათმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.

„იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულომ დღეს თავისი მისია დაასრულა. გენერალური კონსული და 20 დიპლომატი ისრაელს დატოვებენ. შენობა, სადაც საკონსულო იყო განთავსებული, ბრიტანეთის მთავრობის საკუთრებაა. ჩვენ მათ მივეცით უფლება, განაგრძოს იქ მუშაობა შემცირებული მისიით, რომელშიც მხოლოდ შვიდი დიპლომატი იქნება. ჩვენ დავამკვიდრეთ მკაფიო პრინციპი: ისრაელის წინააღმდეგ მოქმედება შეუძლებელია ისე, რომ შესაბამისი საპასუხო ზომები არ მიიღო. ამ პრინციპის შესაბამისად,  ყველა ზომა განხორციელდა. პირველი, მოხდა ღაზის საერთაშორისო დახმარების ცენტრიდან ბრიტანელი წარმომადგენლების გაძევება. მეორე, იუდეასა და სამარიაში პალესტინის ხელისუფლების უსაფრთხოების ძალების მომზადებაში ბრიტანეთის საქმიანობა შეწყდა. ისრაელში შესვლა აეკრძალა 12 ბრიტანელ საჯარო მოხელის,იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დღეს წყვეტს საქმიანობას. შესაბამისად, საკონსულოს აბრა ჩამოხსნილია”- აღნიშნა ისრაელის პირველმა დიპლომატმა.

ბრიტანული სანქციების საპასუხოდ გასულ თვეს ისრაელმა 30 დღიანი ვადა გამოაცხადა საკონსულოს დახურვისთვის, რასაც ვადა დღეს ამოეწურა. ორმხრივი ურთიერთობები მოკავშირეებს შორის ბოლო პერიოდში დაძაბული იყო, ლონდონი არ მალავს კრიტიკას ისრაელის ხელისუფლების უმოქმედობის მიმართ, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების შესაბამისი უფლებები უზრუნველყოს. თელავივი ბრალდებებს უარყოფს. საკითხს განცხადებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანის, ედ მილიბენდის უწყება.

“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ ისრაელის მთავრობის სამართლებრივ უფლებას, დახუროს ბრიტანეთის გენერალური საკონსულო იერუსალიმში, რომელიც თითქმის 200 წელია იქ ფუნქციონირებს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კვლავ ადასტურებს თავის ხანგრძლივ პოზიციას, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებული ერიტორიაა.გაერთიანებული სამეფოს მისია დამოუკიდებელი და მოქმედი იქნება და გააგრძელებს მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებასა და პალესტინელ ხალხთან მუშაობას.ეს უზრუნველყოფს ჩვენი ხანგრძლივი ბრიტანული წარმომადგენლობის შენარჩუნებას და გაერთიანებული სამეფოს როლის გაგრძელებას დავის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდასაჭერად”- ნათქვამია განცხადებაში.

ლონდონის გადაწყვეტილებას, აკრძალვა დაუწესონ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ისრაელელი მოსახლეების მიერ ნაწარმოები პროდუქტების იმპორტს გასულ თვეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.   მხარეები მოუწოდებენ ისრაელის ხელისუფლებას აღკვეთოს პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების გეოგრაფიული და დემოგრაფიული შეცვლის პროცესი.

დაკავშირებული ამბები
იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა FlyDubai-ის რეისის ერთ-ერთი პილოტი გეგმავდა თვითმფრინავის შეჯახებას თელ-ავივის აეროპორტზე