კატეგორიები

პოლონეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

პოლონეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

პოლონეთის ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადებიან და პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუმცა მოწოდებების მიუხედავად, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

პოლონეთის პრეზიდენტთან ოპოზიციის ლიდერების კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ცდილობენ, დაარწმუნონ პრეზიდენტი, რომ მთავრობის ფორმირებისას უპირატესობა არ მიანიჭოს იმ პარტიას, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ისინი ურჩევენ, იხელმძღვანელოს სხვა პარტიების საერთო გადაწყვეტილებით.

ამ დროისთვის თითქმის ყველას მიაჩნია, რომ  მმართველ პარტიასთან  კოალიციის შექმნა შეუძლებელია.  შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მხრივ რამე შეიცვალოს.

თუმცა, ყველაზე სავარაუდო სცენარი ისაა, რომ სეიმის მომდევნო სხდომაზე, 14 ნოემბერს, პრეზიდენტი დუდა პოლიტიკური სიმპათიის გამო პრიორიტეტს  პარტიას  ,,კანონსა და სამართლიანობას“ მიანიჭებს.

ამავე ამბავზე:

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში

დაკავშირებული ამბები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება პოლონეთის დაზვერვა ქვეყნის წინააღმდეგ მოსალოდნელი რუსული იერიშების შესახებ საუბრობს
სხვა ამბები