მთავარიევროპაპოლონეთისაპარლამენტო არჩევნები პოლონეთში

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში

ნატოსა და ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ტერიტორიისა და ძლიერი შეიარაღებული ძალების მფლობელ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

პოლონური ოპოზიციის მთავარი ლიდერი დონალდ ტუსკი ხმის მისაცემად ემზადება, 15 ოქტომბერი, 2023 წელი, Petr David Josek/Copyright 2023 The AP

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმიც, რომლის ფარგლებშიც პოლონეთის მოქალაქეებმა ოთხ საკითხს უყარეს კენჭი, ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აკრიტიკებდა რეფერენდუმში დასმულ კითხვებსა და ამ რეფერენდუმს ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილს აფასებდა. რეფერენდუმში შემდეგი საკითხებს უყარეს კენჭი:

  • უჭერთ თუ არა მხარს სახელმწიფო საკუთრების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის მიყიდვასა და პოლონელების მიერ ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე კონტროლის დაკარგვას? – 97%-მა ამ დებულებას მხარი არ დაუჭირა.
  • უჭერთ თუ არა მხარს საპენსიო ასაკის ზრდას? – 96%-მა უარყოფითად შეაფასა ეს დებულებაც.
  • უჭერთ თუ არა მხარს პოლონეთსა და ბელარუსს შორის სახელმწიფო საზღვარზე არსებული თავდაცვითი ზღუდეების მოშლას? – პოლონეთის მოქალაქეების თითქმის 98% არ ეთანხმება ამ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს.
  • უჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული პოლიტიკის საფუძველზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით უკანონო იმიგრანტის შემოდინებას? – 99%  არ ეთანხმება უკანონო იმიგრანტების შემოსვლას და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ 2021 წლის მიგრანტების კრიზისს ბელარუსსა და პოლონეთს შორის, რომლის ფარგლებშიც მოსკოვისა და მინსკის მიერ მიზანმიმართულად ხდებოდა დიდი რაოდენობით იმიგრანტების ტრანსპორტირება პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან.
დონალდ ტუსკის მხარდამჭერები, 15 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo

ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 73 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ეს კი დამოუკიდებელი პოლონეთის საარჩევნო ისტორიაში ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია, რომ პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო ორი ნაწილისგან შედგება, სეიმისგან, რომელიც გახლავთ მაგალითად, საქართველოში პროპორციული ნაწილის ანალოგი, ან გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატა, ხოლო მეორე ნაწილი გახლავთ სენატი, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან პარალელის შემთხვევაში მაჟორიტარულ მანდატებს. წინასწარი შედეგები ასეთია:

მემარჯვენე კოალიცია – 36, 6 %

სამოქალაქო კოალიცია – 31 %

მესამე გზა – 13,5 %

მემარცხენე პარტია – 8,6 %

მემარჯვენე კონფედერაცია 6, 4 %    

დანარჩენი სამი პროცენტი გადანაწილებულია იმ პარტიებზე, რომელთაც 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

სეიმში 460 მანდატია და უმრავლესობისთვის 231 მანდატია საჭირო, სენატში კი 100 მანდატია და 51-ია საჭირო უმრავლესობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ და ამ პარტიის გარშემო შექმნილმა კოალიციამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაერთიანებული მემარჯვენეების კოალიციამ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს. დანარჩენი სამი პროცენტი გადანაწილებულია იმ პარტიებზე რომელთაც 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

შესაძლებელია, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სამოქალაქო კოალიციამ, რომლის ლიდერიც ევროკავშირის ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია, ჩამოაყალიბოს პოლონეთის ახალი მთავრობა.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend