მთავარიევროპაუკრაინარუსეთის არმია დონეცკის რეგიონის გარეუბნების ალყაში მოქცევას ცდილობს

რუსეთის არმია დონეცკის რეგიონის გარეუბნების ალყაში მოქცევას ცდილობს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავდიივკაში ავია-იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სოფელი ავდიივკა ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური ბრძოლის ცენტრია.

სოფელში 1500-ზე მეტ ადამიანს მუდმივად შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

რუსეთის არმია გამუდმებით უტევს უკრაინას. დონეცკის გარეუბანში მდებარე სოფელ ავდიივკის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ  რუსეთი ყველანაირად ცდილობს უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას. პარალელურად პოლიცია მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარება.

,,მსოფლიო კვლავ  ყურადღებით უნდა იყოს უკრაინის, თავისუფლების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ. ჯანმრთელობას გისურვებთ, ძვირფასო უკრაინელებო! მოკლედ მოგახსენებთ: მე შევხვდი უმაღლეს მთავარსარდლებს. ფაქტობრივად, ახლა ფრონტის ხაზია ავდიივკა. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა იმ მეომრებს, რომლებიც აქ იბრძვიან! ახლა ერთიანობა და სიმტკიცეა მთელი უკრაინის ძალა. გმადლობთ, მეომრებო!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავდიივკაში ავია-იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსები დანგრეულია, აღარ არსებობს მაღაზიები, ამოწურულია საკვები მარაგი. მაგრამ ყოველდღიური თავდასხმების მიუხედავად, ქალაქში 1500-ზე მეტი ადამიანი კვლავ ცხოვრობს. მათ მოხალისეები ეხმარებიან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაში.

კიევის ცნობით, ხარკივის მახლობლად საფოსტო საცავში ჩამოგდებული რუსული რაკეტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend