კატეგორიები

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონა შევიდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონა შევიდა

უწყვეტი დაბომბვის მიუხედავად,  ღაზაში  ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტიდან რაფათის გავლით მიეწოდებათ. პირველი ჰუმანიტარული დახმარების 20 მანქანა ღაზაში გასულ კვირას შევიდა, მას დაემატა კიდევ 14 მანქანა.

რაფათის გამშვები პუნქტი – Copyright AP

 

გაეროში  ჰუმანიტარული სამსახურის  ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება იმედის კიდევ ერთი ნაპერწკალია პალესტინელებისთვის, თუმცა დასძინა, რომ  მათ უფრო მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

7 ოქტომბრიდან ღაზის მოსახლეობა, რომელსაც ისრაელმა მარაგის მიწოდება შეუწყვიტა, ალყაშია მოქცეული.  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარებას ითხოვენ.

ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაჭირვებულ პალესტინელებს ურიგდებათ.

ლიდერებმა „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს.

Related news
მაიამიში დონალდ ტრამპსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
სხვა ამბები