“ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 661 ბავშვია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცნობილია, რომ ამ დრომდე ეძებენ 4000-ზე მეტ ადამიანს. ამ ტერიტორიაზე ძირითადი საავადმყოფოები და 21 სამედიცინო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს.
მოსახლეობა უსაფრთხო ადგილს ვეღარ პოულობს. რამდენიმე დღის წინ ასეთ ადგილებად საავადმყოფოები ითვლებოდა, თუმცა ალ-აჰლის საავამდყოფოს დაბომბვის შემდეგ, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადარჩენის იმედის განცდა სრულიად გაქრა.
“მხოლოდ ღმერთია ჩვენთან, სხვა ყველამ მიგვატოვა იმიტომ, რომ პალესტინელები ვართ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.