მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, გააგრძელონ უკრაინის დაფინანსება

ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, გააგრძელონ უკრაინის დაფინანსება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წევრებს სთხოვა, ერთწლიანი საბიუჯეტო შეთანხმება მიიღონ და  გააგრძელონ უკრაინის დაფინანსება. მისი თქმით, აშშ-ი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინისადმი ამერეკის მხარდაჭერის შეწყვეტას.

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

თეთრ სახლში შეხვედრის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ს კონგრესმა შეიმუშავა ბიუჯეტის დროებითი გეგმა, რომელიც 45 დღის განმავლობაში იმოქმედებს და ითვალისწინებს ფედერალური სააგენტოების დაფინანსებას. მასში გათვალისწინებული არ არის უკრაინისთვის ფინანსური დახმარება.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობდა, უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას, რომელიც ძირითადად კიევისთვის იარაღის მიწოდებას უნდა მოხმარებოდა.

ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატში და განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაში, ეწინააღმდეგებოდა ამ მოცულობის დახმარებას.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოებაა სხვა საბიუჯეტო საკითხებზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend