მთავარიევროპაუკრაინაჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არ დატოვებს უკრაინას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით სენატს დროებითი ბიუჯეტის გეგმა გაუგზავნა.

გეგმა უკრაინის სამხედრო დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

1 ოქტომბერს  ჯოზეფ ბორელმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არ დატოვებს უკრაინას.

აშშ-ის კონგრესი ორადაა გაყოფილი. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, სენატში კი დემოკრატები. სენატის წარდგენილი გეგმა კონგრესის ქვედა პალატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ნაწილი საბიუჯეტო გეგმაში თანხის მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვს, რის გამოც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობის მუშაობა შეჩერდეს.

“მინდა, დავარწმუნო ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები, ამერიკელი ხალხი და უკრაინელები, რომ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.  ჩვენ არ მიგატოვებთ!“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ იარაღს მიაწვდის

ბორელმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და უკრაინაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა მოლაპარაკებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend