მთავარიევროპაგერმანია„მაქაბი ბერლინი“ - ეთნიკური ებრაელების მიერ შექმნილი გერმანული საფეხბურთო გუნდი

„მაქაბი ბერლინი“ – ეთნიკური ებრაელების მიერ შექმნილი გერმანული საფეხბურთო გუნდი

„მაქაბი ბერლინის“ პირველი საფეხბურთო მატჩი მარცხით დასრულდა.

კულბმა თამაში 15 ბურთიანი სხვაობით წააგო, მაგრამ ეს ის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, როდესაც მონაწილეობა გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი იყო.

ეს გუნდი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების დაფუძნებულია.

ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მათი მიზანია აჩვენონ, რომ ებრაელთა ისტორია გერმანულ საზოგადოებაში 1933 წელს არ დასრულებულა.

„ჩვენი გუნდი 1933 წელს აკრძალეს. ყველა ებრაელი მოთამაშე გაუშვეს, მათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებაც არ მისცეს. 1970 წელს კი ჩვენ დავბრუნდით, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს გუნდის დამფუძნებელი მარიან ვალფევიჩზი.

წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, „მაქაბი ბერლინი“ ამჟამად გერმანიის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. ეს გათამაშება 1935 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა მაქაბი ბერლინს და მის ებრაელ მოთამაშეებს აკრძალული ჰქონდათ, გამომდინარე აქედან გუნდის დაბრუნება ამ გათამაშებაში ისტორიული დატვირთვის მატარებელია.

„გუნდში ახლა კარგი განწყობაა, მზად ვართ თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ეს ისტორიული მომენტი იქნება”, – ამბობს გუნდის მწვრთნელი ვოლფგანგ სანდჰოვე.

მაქაბი ბერლინის შემადგენლობაში სხვადასხვა მრწამსის და ეთნიკური ნიშნის მქონე ადამიანები თამაშობენ.

„მე მუსლიმი ვარ და ებრაულ გუნდში ვთამაშობ, მე მათ მიმიღეს, ისევე როგორც ყველა სხვა, არ აქვს მნიშვნელობა სენეგალიდან ხარ თუ იაპონიიდან. ყველასთვის ღიაა კარი“, – ამბობს ფეხბურთელი ალფა დიოპი.

„მაქაბი ბერლინმა“ გერმანიის თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ბერლინის ლიგაში გამარჯვების შემდეგ მიიღო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend