მთავარიევროპაპორტუგალიალისაბონში ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე რომის პაპი ჩადის

ლისაბონში ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე რომის პაპი ჩადის

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული წირვით გაიხსნა, რომელსაც ათიათასობით მომლოცველი დაესწრო. კათოლიკეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე რომის პაპი ფრანცისკეც ჩადის და კვირეულის ბოლომდე დარჩება.

კვირეულის ფარგლებში პაპი წირვას თავად აღავლენს. პორტუგალიის დედაქალაქში მილიონზე მეტ მომლოცველს ელიან. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს როგორც სასტუმროებზე, ისე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებზე. ადგილობრივებიც გახარებული არიან ტურისტების გაზრდილი რაოდენობის გამო

„ბავშვებისთვის ჩვენ უკვე გამოვაცხვეთ ორცხობილები მულტფილმების პერსონაჟების, სპაიდერმენისა თუ ბეტმენის ფორმით. საკონდიტროს მზარეულს რომ ვეხუმრებოდით უცბად გაგვიჩნდა იდეა, რატომ არ უნდა გაგვეკეთებინა ორცხობილა, რომლსაც პაპის თავის ფორმა ექნებოდა? ამისთვის ახლა მის უამრავ ფოტოს ვიყენებთ”, – ამბობს ადგილობრივი საცხობის მფლობელი ფერნანდო სანტოსი.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ლისაბონში ჩასული ადამიანების რაოდენობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს გამომუშავებაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს 300, 400, 500 მილიონი ან თუნდაც ცოტა მეტი. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩამოვა პორტუგალიაში”, – ამბობს ეკონომისტი და ISEG-ის დირექტორი ჟუან დუკე.

ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს „კათოლიკური ვუდსტოკი” ეწოდა. მისი მიზანი კი სეკულარიზმის გაზრდის ფონზე ახალგაზრდებისთვის რელიგიის უკეთ გაცნობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო ბევრმა მორწმუნემ ეკლესიაზე გული აიცრუა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend