მთავარიევროპაპორტუგალიაკათოლიკური ეკლესია ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს ლისაბონში აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს ლისაბონში აღნიშნავს

სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, სადაც ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება. ლისაბონს ესტუმრება რომის პაპი ფრანცისკეც. კათოლიკური ეკლესიისთვის ახალგაზრდობის მსოფლიო დღე ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღეა. საერთაშორისო მასშტაბური ღონისძიებები ჩვეულებრივ 2-3 წელში ერთხელ იმართება ხოლმე. თუმცა კოვიდპანდემიის გამო მასშტაბურად ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბოლოს, 2019 წელს, პანამაში აღნიშნეს.

„ეკლესიის ფასეულობები, მისი სილამაზე და სიმდიდრე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პრობლემები. ეკლესიას აქვს თავისი სისუსტეები, მაგრამ რწმენა გაცილებით დიდია. ძმობა, ზიარება და იმედი, რომელიც ამ ახალგაზრდებს მოაქვთ, გაცილებით დიდი საგანძურია, ვიდრე ის ნაკლოვანებები, რომლებიც ეკლესიას აქვს“, – ამბობს ლისაბონში ჩასული ბრაზილიელი ეპისკოპოსი, ანტონიო რიბეირო.

ახალგაზრდობის კვირეულზე კულტურული, საეკლესიო და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. თუმცა რომის პაპი ლისაბონში, სავარაუდოდ, ისეთ მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, სოციალური მედია და სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის რეპუტაციას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend