მთავარიგადაცემებიClimate Nowროგორ ეგუება ათენი სითბურ ტალღებს

როგორ ეგუება ათენი სითბურ ტალღებს

საბერძნეთში ჰაერსი ტემპერატურე 40 გრადის ცელსიუსს არწევს და „ევრონიუსის“ გადაცემა „კლიმატი ახლა“ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩავიდა, რათა გაერკვია, თუ როგორ ეგუება ათენი კლიმატის ცვლილებას.

კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემების მიხედვით,  წელს მთელ მსოფლიოში ყველაზე ცხელი ივნისი გვქონდა.

გლობალურ დონეზე ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 0.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

თუ ევროპის ანომალიების რუკას გადავხედავთ, ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბელგიასა და ნიდერლანდებში  ივნისი რეკორდულად ცხელი იყო.

თუმცა  შედარებით გრილოდა თურქეთში, საბერძნეთში, ბალკანეთსა და რუსეთში.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა გლობალურ დონეზე რეკორდული სიცხე, არის ის, რომ ზღვის ზედაპირი უფრო თბილია.

მაგალითად, განსაკუთრებულად მაღალი იყო წყლის ზედაპირის ტემპერატურა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, უკიდურეს სიცხეს კი ბრიტანეთის კუნძულებზე მიაღწია.

წყლის ტემპერატურა ხუთი გრადუსით აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს ირლანდიის დასავლეთით, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა ისეთი იყო, როგორიც ზაფხულის დასასრულს არის ხოლმე და არა ივნისში.

წყლის დათბობას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი – ნაკლებმა ქარმა, ნაწილაკებით ნაკლებმა დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილების გრძელვადიანმა ეფექტმა.

როგორ ეგუება ათენი სიცხეს?

საბერძნეთის დედაქალაქი ამჟამად სითბური ტალღის ეპიცენტრშია –  ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე ადის. თეთრი შენობების მწკრივი ჰორიზონტამდე ვრცელდება – საბერძნეთის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია ევროპაში და  ყველაზე თბილიც. თუმცა ეს ქალაქი ამავდროულად ლოწინავედ ითვლება კლიმატის დათბობასთან ადაპტაციის კუთხით.

ათენში  სიცხის რეგულირების ხელმძღვანელი ელისავეტ ბარგიანი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების პერსპექტივა პირქუშია.

ელიზავეტ ბარგიანი, ათენში  სიცხის რეგულირების ხელმძღვანელი:

“თუ ნახავთ, მომავალი რამდენიმე ათწლეულის პროგნოზი დრამატულია, ზაფხულობით მუდმივად სიცხე იქნება. ჩვენ უნდა მოვარგოთ ჩვენი ცხოვრების წესი ამ სიცხეს და შევეგუოთ.“

ათენში შეგუების მთელი სამოქმედო გეგმა აქვთ, რათა სიცხეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერება აამაღლონ და ქალაქის დაგეგმარებასაც გადახედონ. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სმარტფონის აპლიკაცია EXTREMA Global, რომელიც ა-დან ბე-პუნქტამდე მისასვლელ ყველაზე გრილ მარშრუტს აჩვენებს.

“ეს აპლიკაცია გაჩვენებს, როგორ მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე გრილი ქუჩებით. ალგორთმი თვლის ტემპერატურას სატელიტის მონაცემებზე დაყრდნობით და ასევე თვლის ამ გზაზე ხეების სიხშირეს,“ – განმარტავს ელისავეტი.

ელისავეტმა წაგვიყვანა ერთ-ერთ ე.წ. ჯიბის პარკში, რომელიც ქალაქის ნაგავსაყრელებზე შეიქმნა.

“ეს მიტოვებული ადგილი იყო. არც ხე იდგა, არც მცენარე იზრდებოდა, არც ირწყვებოდა,“ – ამბობს ელსიავეტი.

ახლა აქ საჩრდილობელი ადგილია ქალაქის ერთ-ერთ ყველზე ცხელ უბანში.

“თუ თერმომეტრს განათავსებ ჯერ აქ ხეების ქვეშ და მერე ასფალტზე, ნახავ, რომ სულ მცირე ორი გრადუსი იქნება სხვაობა,“ – განმარტავს ელისავეტი

მცენარეული საფარის გამაგრილებელი ეფექტი აუცილებელია, რადგან ათენში ზაფხულის სიცხე უკვე 1.9 გრადუსით აღემატება ბოლო 30 წლის საშუალო მაჩვენებელს. და კიდევ გაიზრდება, ამბობს მეტეოროლოგი პანოს იანოპულოსი.

პანოს იანოპულოსი, საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მეტეოროლოგი:

“კლიმატის ცვლილებაზე კვლევები აჩვენებს, რომ საბერძნეთში კლიმატი თანდათან კიდევ დათბება.  იქნება უფრო ცხელი ზაფხული და ნაკლებად ცივი ზამთარი, ასევე ქვეყნის უმეტეს ნაწილში ნაკლები წვიმა მოვა.“

ათენის წყლის პრობლემის გადაწყვეტა

კიდევ ერთი პრობლემაა წყალი. ამიტომ ათენის გარეუბან ჩალანდრში რომაული ეპოქისდროინდელი არხების შეკეთების ამბიციური პროექტი მიმდინარეობს.

ამ წყალსადენს წელიწადში 50 ათასი კუბური მეტრი არტეზიული წყლის მიწოდება შეუძლია გარეუბნებისთვის – ეს წყალი ამჟამად ზღვაში ჩაედინება.

“თუ წყალსადენი ისევ ივარგებს და იმუშავებს -რადგან ის ვარგისია – გვინდა, რომ ეს წყალი ამ უბნის მოსახლეობას მივაწოდოთ ყოველდღიურად,“ – ამბობს კოსტას გეროლიმატოსი, კულტურული მემკვიდრეობის პროექტის კოორდინატორი.

ათენის გეგმის გრძელვადიანი მიზანია, რომ ათენის 30 პროცენტი გამწვანდეს.

“ეს ხვალვე არ მოხდება.  მაგრამ ათენი მკვდარ ქალაქად გადაიქცევა, თუ არაფერს გავაკეთებთ მისი გამწვანებისთვის მომდევნო წლებში. ჩემი აზრით, ჩვენ ამას შევძლებთ,“ -ამბობს ელისავეტ ბარგიანი.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend