მთავარიევროპაირლანდიაჯო ბაიდენი ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

ჯო ბაიდენი ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი ირლანდიაში.  დუბლინის ციხესიმაგრეში გამართულ ბანკეტზე იგი სიტყვით გამოვიდა. მან ირლანდიისა და შეერთებული შტატების მჭიდრო კავშირებზე, ურთიერთობებსა და მომავალ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი ასევე ეწვევა ქალაქ ბალინას, საიდანაც მისი დიდი ბაბუა, ედუარდ ბლევიტი, 140 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. ირლანდიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი დღეს, 14 აპრილს, დასრულდება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირლანდიის პარლამენტში შეერთებულ შტატებსა და ირლანდიას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.  ისტორიული მნიშვნელობის მიმართვისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი  თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მან  პირობა დადო, რომ  ირლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები  მომავალშიც ერთად, შეუზღუდავი შესაძლებლობებით ითანამშრომლებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირლანდიას ერთად არ შეუძლიათ. მთავარია, საზოგადოებას  ამის სჯეროდეს. ისინი ამაში დარწმუნებული უნდა იყვნენ, რადგან ეს მათი ქვეყნების ისტორიაა. ეს  იმ ღირებულებების დაცვაა,  რომლებიც წინაპრებმა დაუტოვეს. ბაიდენის თქმით, მუდამ უნდა ენთოს მემკვიდრეობით გადმოცემული თავისუფლების ცეცხლი და სწორედ ეს არის ის შუქი, რომელიც მათ შვილებს, შვილიშვილებს გზას უჩვენებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდიასა და შეერთებულ შტატებს მსგავსი ისტორია და მსოფლმხედველობა აქვთ, მათ ასევე ნათესაური და მეგობრული კავშირები აერთიანებთ.

ჯო ბაიდენი ირლანდიაში ვიზიტს პარასკევს, 14 აპრილს, დაასრულებს. იგი მოინახულებს კათოლიკურ ბაზილიკას ქალაქ ნოკში და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს  ქალაქ ბალინაში, საიდანაც მისი დიდი ბაბუა, ედუარდ ბლევიტი, 140 წლის წინ აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend