კატეგორიები

საყოველთაო გაფიცვის გამო საქართველოში ისრაელის დიპლომატიური მისია დაიკეტა

საყოველთაო გაფიცვის გამო საქართველოში ისრაელის დიპლომატიური მისია დაიკეტა

მსოფლიოს მასშტაბით დღეს ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.

საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის დიპლომატიური მისია დღეს საქართველოშიც დაიკეტა. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.

“საყოველთაო გაფიცვა – გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500). შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

 

 

 

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ტერორიზმში მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯა დააკანონა ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა
სხვა ამბები