მთავარიევროპაუკრაინაპოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო საჰაერო ხომალდებს გადასცემს

პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო საჰაერო ხომალდებს გადასცემს

უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე წელიწადზე მეტია, ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოს არმიას ებრძვის.

უკრაინულმა არმიამ ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლებაც მოახერხა. უკრაინული სახელმწიფოს თავდაცვისთვის სამხედრო საჰაერო ძალების გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება კიევისთვის მიგ-29 ტიპის სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემის შესახებ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 4 სამხედრო საჰაერო ხომალდი გადაეცემა უკრაინას, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი პოლონეთი უკრაინას დამატებით 20-მდე მიგ 29 -ს გადასცემს.

„ეს სამხედრო საჰაერო ხომალდები საკუთარ შესაძლებლობებს მალე ამოწურავენ მაგრამ ისინი ჯერ კიდევ გამოსადეგია. პირველ ეტაპზე უკრაინას 4 საჰაერო ხომალდს გადავცემთ, დანარჩენ სამხედრო საჰაერო ხომალდებს გამართვა სჭირდებათ და მათ უკვე ეტაპობრივად მივაწვდით უკრაინას”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

პოლონეთი არ არის ნატოს წევრი ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას სამხედრო საჰაერო ხომალდებს გადასცემს, ვარშავას შემდეგ კიევს სლოვაკეთიც დაეხმარება.

„ამ სამხედრო საჰაერო ხომალდებით უკრაინის ხელისუფლება შეძლებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. სწორედ, ამავე ამიტომ გადავეცით უკრაინას ს-300 ტიპის თავდაცვის სისტემები, ჩვენი მიზანი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვაა”, – მიიჩნევს სლოვაკეთის პრემიერ – მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგს არ შეცვლის.

„პოლონური მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ჩართულნი არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები ამ კონფლიქტში. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგს არ შეცვლის. ეს მხოლოდ მეტ ტანჯვას მოუტანს უკრაინელ ერს”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა

უკრაინა შეტევითი სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის ემზადება, დასავლური შეიარაღების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend