რუსმა სამხედროებმა უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო შეიარაღებითა და სამხედრო დრონებით იერიში მიიტანეს.
ოკუპანტების თავდასხმას 2023 წელს უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პირებს შორის პირველი მსხვერპლი მოჰყვა.
კიევიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე დასახლება ჰლევაკაში რუსი სამხედროების საჰაერო და სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
ჰალინა პანასიანი საძინებელში იყო, როდესაც მის სახლს რაკეტა დაეცა.
„რა გითხრათ, ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო, არ შემიძლია, ძალიან დამწუხრებული ვარ, რატომ დაგვემართა ეს? საძინებელში ვიყავი, როდესაც ჩვენს შენობას რაკეტა მოხვდა. დანგრეულ კედლებს შორის მომიწია გამოძრომა. ეს შოკისმომგვრელი იყო, დიდი აფეთქება მოხდა. ამბობენ, რომ ეს სამხედრო დრონი იყო, მაგრამ მგონი სარაკეტო თავდასხმა იყო, სამხედრო დრონი ამ მასშტაბის ზიანს ვერ მოგვაყენებდა“, – იხსენებს ადგილობრივი ჰალინა პანასიანი.
რუსული მხარე სარაკეტო შეიარაღებასთან ერთად აქტიურად იყენებს ირანული წარმოების სამხედრო დრონებსაც.
უკრაინის სამხრეთ სამხედრო მეთაურობის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსული მხარის მიზანი უკრაინის საჰაერო ავდაცვის სისტემის პარალიზებაა.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რუსული იერიშის შედეგად უკრაინის 11 მოქალაქე დაიღუპა.