პერუს დედაქალაქში ათასობით ადამიანმა ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილოს გადაყენება გააპროტესტეს. კასტილო დააკავეს მას შემდეგ, რაც მან კონგრესის დათხოვნა სცადა.
პერუს პრეზიდენტი დინა ბოლუარტე მომინტინგეებს ეროვნული შეთანხმებისკენ მოუწოდებს. სიტყვით მიმართვისას მან განაცხადა, რომ პირველივე წუთიდან რაც თანამდებობა დაიკავა, კონგრესთან საერთო ეროვნული ზავის შესახებ განაცხადა. ახლა კი პროტესტის მონაწილეებს საერთო ეროვნული შეთანხმებისკენ მოუწოდებს, იმისათვის რომ შედგეს დიალოგი და დასახონ სამომავლო დღის წესრიგი ყველა რეგიონისთვის.
მას შემდეგ რაც პერუ პროტესტის ტალღამ მოიცვა, დინა ბოლუარტემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ჯარს საშუალებას აძლევს დაეხმაროს პოლიციას წესრიგის დამყარებაში.