კატეგორიები

ლიმაში, კერძოდ უაკა-პუკლიანაში არქეოლოგებმა 1300 წლის წინანდელი ადამიანი ნეშთი აღმოაჩინეს

ლიმაში, კერძოდ უაკა-პუკლიანაში არქეოლოგებმა 1300 წლის წინანდელი ადამიანი ნეშთი აღმოაჩინეს
Copyright AP

1300 წელზე მეტი ხნის წინ პერუში, კერძოდ, ლიმაში, დაკრძალეს ერთი ადამიანი. არქეოლოგებმა ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. უაკა-პუკლიანა,  რომელიც ოდესღაც ცერემონიებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს არქეოლოგიური კომპლექსი და მუზეუმია ლიმაში. ცხედარი მიწისქვეშა სარიტუალო არხში იპოვეს.

„ჩვენ ვხედავთ ადამიანის მსხვერპლშეწირვის კვალს სარიტუალო არხში, რომელიც ეკუთვნის ლიმის კულტურას, ჩვენ ახლა უაკა-პუკლიანაში  ვართ, რომელიც შეესაბამება უაკა-ჩიკას B სექტორს, სადაც დაახლოებით 650 წელს საკულტო ცენტრის  მთავარი კარიბჭე ან შესასვლელი უნდა ყოფილიყო." – განაცხადა არქეოლოგმა გლედის პასმა.  

ცხედარი მარცხენა გვერდზე იყო დასვენებული, თავის ქალა - ზღვისკენ დასავლეთით. არქეოლოგები ამბობენ, რომ ეს პოზა რიტუალურ შესაწირზე მიუთითებს. გათხრების ადგილას ასევე ნაპოვნია კერამიკის ფრაგმენტები.

"უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ეს უაკა-პუკლიანასთვის სახასიათო ნიშანია, სინამდვილეში, სწორედ ეს იზიდავს ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან. მათ სურთ, იპოვონ მსგავსი უძველესი არქეოლოგიური ადგილი ქალაქის შუაგულში, ეს ნამდვილად საოცარია". - განაცხადა არქეოლოგმა მიკაელა ალვარესმა.

აღმოჩენამ შესაძლოა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს რიტუალებისა და 1300 წელზე მეტი ხნის წინანდელი წინარესპანური ცივილიზაციის შესახებ. ნეშტს არქეოლოგიური გათხრების ადგილიდან უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.

დაკავშირებული ამბები
ლიმაში, კერძოდ უაკა-პუკლიანაში არქეოლოგებმა 1300 წლის წინანდელი ადამიანი ნეშთი აღმოაჩინეს მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ