კატეგორიები

მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ

მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ
პრეზიდენტ კეიკო ფუხიმორთან შესახვედრად პერუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩაფრინდა. მარკო რუბიოს სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში სტუმრობა ბევრს არ გახარებია, სწორედ ამიტომაა რომ პერუს ქუჩებში მას მოსახლეობა მასშტაბური პროტესტით დახვდა. მათ შორის რიგით მოქალაქეებთან ერტად იყვნენ პოლიტიკური პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც.

პერუელები ვაშინგტონის მზარდ გავლენებს ეწინააღმდეგებიან ლათინური ამერიკის ამერიკულ ქვეყნებში,მათ შორის პერუში. იმ ფონზე,როდესაც თეთრ სახლში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სახით ზეწოლა არაერთ მათგანზე განახორციელა, მათ შორის ყველაზე ძლიერი ვენესუელაზე, ასევე ბრაზილიაზე, კოლუბიაზე, და თავად პერუზეც, ამ შემთხვევაში ჩინეთის მზარდი ეკონომიკური გავლენების გამო ქვეყანაში. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზია პერუს სტრატეგიული მდებარეობა წყნარ ოკეანეში, რაც ქვეყანას სამხრეთ ამერიკასა და აზიას შორის კრიტიკული მინერალებით ვაჭრობისთვის საკვანძო რგოლად აქცევს. ამ ვიზიტის წინ ჩინეთის საელჩომ პერუსთან არსებული კომერციული და პოლიტიკური ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე დაიცვა და განაცხადა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არავის უკანა ეზო არ არის.

**„ჩვენ ვამბობთ, რომ პერუ არავის კოლონია არ არის და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის უკანა ეზოს წარმოადგენს. ჩვენ მოქალაქეები ვართ და, შესაბამისად, სწორედ ჩვენ, პერუელმა ხალხმა, უნდა გადავწყვიტოთ, ვისთან დავამყარებთ კავშირებს და რა შეთანხმებებს დავდებთ“-**აღნიშნა აქციის მონაწილე სოლედად ლოსანომ.

** ვიცით, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ მარკო რუბიოს ჩვენ მიმართ კარგი განზრახვები არ აქვს. ის მეგობრული ქვეყნიდან არ არის. პირიქით, ის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მემარჯვენე ქვეყნების ალიანსის განმტკიცებას ცდილობს. მისგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. მათი მიზანია, პერუ მათ კოლონიად აქციოს. სწორედ ამიტომ ვართ აქ - ვაპროტესტებთ და ვეწინააღმდეგებით პერუს მტრის ვიზიტს“ -** თქვა აქციის მონაწილემ, კარმენ ესპინოსამ.

მანამდე თავად კუბელი ემიგრანტების შვილი, მარკო რუბიო კოლუმბიასა და ეკუადორში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და აშშ-სთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი სამეზობლო ტური სწორედ პერუში ვიზიტით დასრულდება.

დაკავშირებული ამბები
მარკო რუბიოს პერუში პროტესტით დახვდნენ F-16-ის შესასყიდად შეთანხმების შეჩერებამ პერუში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა