მთავარიევროპაუკრაინაპოლონეთი მზად არის უკრაინას „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკები გადასცეს

პოლონეთი მზად არის უკრაინას „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკები გადასცეს

პოლონეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. ვარშავა კიევს სხვადასხვა შეიარაღებასთან ერთად ტანკებსაც აწვდის.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე განხილვაში მიიღო მონაწილეობა, პოლონელი ლიდერი დაესწრო რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ამსახველ გამოფენასაც.

„ამ ეტაპზე უკრაინულ მხარეს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს ჩვენი საცავებიდან გადავცემთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი არმიის განვითარებას, ჩვენი, როგორც ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა ეს გახლავთ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა  ანდჟეი დუდამ.

პოლონეთი, დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის ზრდისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინისთვის ლეოპარდის ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, ეს მოკავშირე სახელმწიფოების ერთობლივი ინიციატივაა. ერთიანი ძალებით, იმედია „ლეოპარდების“ ტანკებით დაკომპლექტებულ ბრიგადას შევქმნით. ბრიტანული მხარის მიერ უკრაინისთვის „ჩელენჯერ ორის“ ტიპის ტანკების გადაცემაც მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend