ხორვატიაში სადღესასწაულო არდადეგების დასრულებისა და ქვეყნის შენგენის ზონაში შესვლის გამო სასაზღვრო გადასასვლელებზე უზარმაზარი საცობები და რიგებია.
„ეს კატასტროფაა… ასე როგორ წავა ხორვატია წინ, ევროპისკენ? უკვე თექვსმეტი საათია, რაც წყლისა და საკვების გარეშე ვართ“, – წუხს საზღვარზე მყოფი ხორვატიის მოქალაქე.
“ახლა კვირის ბოლოა, ამას დაემთხვა ისიც, რომ სადღესასწაულო არდადეგები დასრულდა. ისინი, ვინც კათოლიკური შობის დღესასწაულის აღსანიშნად გაემგზავრა, ახლა უკან ბრუნდებიან; ასევე იყო მართლმადიდებლური შობაც. ამიტომაა, რომ სასაზღვრო პუნქტები გადავსებულია”, – აცხადებს ხორვატიის საზღვრის საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი ივან რიბიჩიჩი.
ხორვატია ევროკავშირის 27-ე ქვეყანაა, რომელიც 8 იანვრიდან შენგენის ზონას შეუერთდა.
შესაბამისად, სლოვენიისა და უნგრეთის საზღვრებზე გაუქმდა 73 საგუშაგო პუნქტი, იტალიის საზღვარზე კი – 12 საზღვაო საგუშაგო პუნქტი.
ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის თავისუფალი მიმოსვლა მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ქვეყანაში იტალიიდან შედის.