მთავარიევროპახორვატიახორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცნობილია

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცნობილია

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ, 29 დეკემბერს, ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ კანდიდატად ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მიიჩნეოდა.

მილანოვიჩი ნატოსა და ევროკავშირს მუდამ აკრიტიკებს და მას ხშირად აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადარებენ. 58 წლის პოლიტიკოსი ბრიუსელის მიერ უკრაინის მხარდაჭერის აშკარა წინააღმდეგია.

„დაუშვებელია, რომ ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ და ყველა ვართ, ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა ომი და მშვიდობა, თავისუფლება, ხორვატიის საზღვრების უსაფრთხოება – პოლიტიკოსები ერთსა და იმავე აზრზე არ ვიყოთ. არ არსებობს ამის მიზეზი“, – ამბობს ზორან მილანოვიჩი.

ზორან მილანოვიჩმა ხმათა 49% მოიპოვა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტური თავიდან ვერ აიცილა.

მისმა კონსერვატმა მეტოქემ, დრაგან პრიმორაკმა მხოლოდ 19% მიიღო.

პრიმორაკის თქმით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ ლაპარაკობს და მას რეალური საარჩევნო პროგრამა არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ხორვატიის ადგილი დასავლეთშია და არა აღმოსავლეთში.

„აქამდე ზორან მილანოვიჩს ჰყავდა გუნდი, რომელიც მას მხარს უჭერდა მაშინ, როცა თავად მოვლენებს ჩრდილიდან უყურებდა. ახლა კი, ხვალ დილიდანვე, პირდაპირ ვეპატიჟები – ზორან, გამოდი და გვითხარი, რა არის შენი საარჩევნო პროგრამა. მე ყველას დაგარწმუნებთ, რომ ჩემი პროგრამა ბევრად უკეთესია ხორვატიის ნათელი მომავლისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო“, – ამბობს დრაგან პრიმორაკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend