მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში: ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინელი სამხედროები განუწყვეტლივ უტევენ რუსული ძალების პოზიციებს ბახმუტის რეგიონში,  რათა გაუთავისუფლონ გზა თავიანთ ქვეით ჯარს. პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ერთი სანტიმეტრი მიწის დათმობასაც არ აპირებენ.  კიევში განაცხადეს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოინახულა რუსული ჯარების ერთ-ერთი მართვის პუნქტი, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. მოგვიანებით მან რუსი სამხედრო მოსამსახურეები გამოვლენილი  მამაცობისა და გმირობისთვის ოქროს მედლებითა და სხვა სახელმწიფო პრემიებით დააჯილდოვა.

ქალაქ ხერსონში უკრაინელთა მორიგ შეტევას ელიან. რუსეთის წარმომადგენლის თქმით,   უკვე დასრულებულია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი.

ამავდროულად, ხერსონის რეგიონის სხვა ნაწილებში, რომლებიც უკვე გათავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან, უკრაინის პოლიცია, გამომძიებლები და  ტექნიკოსები აუფეთქებელ ჭურვებს ეძებენ და ომის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს იკვლევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend