მთავარიკუბიპალესტინის მხარდამჭერი აქციები ამერიკულ უნივერსიტეტებში

პალესტინის მხარდამჭერი აქციები ამერიკულ უნივერსიტეტებში

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებს კამპუსის დაცვამ კარვების დაშლა სთხოვა. აქციები ასევე გაიმართა კოლუმბიის, იელის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებშიც. პარასკევის შემდეგ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ასობით სტუდენტი დააკავეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები დაგმო, სტუდენტებს ანტისემიტები უწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები უნდა შეწყდეს. მისი თქმით, ის, რაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსებში, საშინელებაა და წამყვანი უნივერსიტეტები ანტისემიტურმა ხალხმა დაიკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend