მთავარიევროპაპორტუგალია,,მიხაკების რევოლუცია''

,,მიხაკების რევოლუცია”

78 წლის მომღერლის, სერხიო გოდინიოს, კარიერა პორტუგალიის დემოკრატიაზე რამდენიმე წლით უფროსია. მან 1974-ში, სწორედ რევოლუციის წელს, თავისი მესამე სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით “ახლო მანძილზე”. მაშინ წინააღმდეგობაში მყოფი მომღერალი კანადაში ცხოვრობდა. გოდინიო კარიერის დასაწყისიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული პორტუგალიის ერთ-ერთი მთავარი ხმა. მან ევრონიუსთან ინტერვიუში 25 აპრილზე, ანუ “მიხაკების რევოლუციაზე”, ისაუბრა, თუ როგორ განიცადა ყველა ცვლილება, რაც იმ რთულ პერიოდში მოხდა.

“ვანკუვერში ვიყავი, სიმშვიდეში. ხოლო როცა აქ დავბრუნდი სრული ქაოსი და არეულობა დამხვდა. თუმცა სახლში დაბრუნება ძალიან კარგი იყო. 15 დღის განმავლობაში უამრავ სპონტანურ კონცერტზე ვიმღერე, როგორც დარბაზებში, ასევე ქუჩებში. ხალხმა ჩემი სიმღერები აიტაცა, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ რაღაც ღირებულს ვქმნიდი”, – ამბობს სერხიო გოდინიო, არტისტი.

სიმღერა სახელად “ლიბერდადე” ანუ “თავისუფლება” სერხიომ 1974 წელს ჩაწერა და პორტუგალიელი მემარცხენეების ჰიმნად იქცა.

ის ლისაბონსა და პორტუში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დღემდე ატარებს კონცერტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend