მთავარიევროპაუკრაინაკრემლი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს კვლავ დათანხმდა

კრემლი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს კვლავ დათანხმდა

რუსეთის ფედერაცია თანახმაა დაუბრუნდეს შეთანხმებას რომლის საფუძველზეც უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი ხდებოდა.

მოსკოვის გადაწყვეტილება თურქეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგია. 4 დღის წინ კრემლში განაცხადეს, რომ წყვეტდნენ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მას შემდეგ, რაც ანექსირებულ ყირიმში რუსულ ფლოტზე თავდასხმა მოხდა.

კრემლში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ჩვენს თავდაცვის მინისტრს დაურეკა და გვაცნობა, რომ მოსკოვი მზად არის შეთანხმებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის საუბარი კრემლის მიერ შეთანხმების დატოვებიდან მალევე შედგა, კრემლში ამჟამად აცხადებენ, რომ უკრაინული მხრიდან მიღებული გარანტიების საფუძველზე შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

“რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიღებული გარანტიები საკმარისია შეთანხმებაში დაბრუნებისათვის, ჩვენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარი დროებით, სწორედ შავი ზღვის ფლოტზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გადავწყვიტეთ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა იგორ კონაშენკოვმა.

პირველი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინიდან 10 მილიონამდე ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოხდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend