მთავარიევროპაუკრაინაჰუმანიტარულ დერეფნებში შეწყდა მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება

ჰუმანიტარულ დერეფნებში შეწყდა მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება

გაეროს მონაწილეობით შემუშავებული შეთანხმება, რომელიც ომის პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვების უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებს, შესაძლოა, ვეღარ გაგრძელდეს. როგორც ცნობილია, რუსეთმა შეთანხმება დატოვა. შეწყვეტილია სატვირთო გემების მოძრაობა.

რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, გუშინ სამმა ხომალდმა, რომლებითაც სიმინდი, ფქვილი და მზესუმზირა გადაჰქონდათ, მაინც გაიარა ჰუმანიტარულ დერეფანში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება შეთანხმებას, თუ კიევისგან რეალურ გარანტიებს მიიღებს.

რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა ყირიმში შავი ზღვის ფლოტზე დრონებით მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა. კიევის ხელისუფლებას თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ის არ ეთანხმება ბრალდებას,   რომ უსაფრთხო გადაზიდვის დერეფნებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დერეფნებს სჭირდება სანდო დაცვა. მისი თქმით, თუ რუსეთი სასურსათო ექსპორტს ხელს შეუშლის, ამას მკაცრი საერთაშორისო რეაქცია უნდა მოჰყვეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უმასპინძლა კადრი სიმსონს, ევროკავშირის კომისარს ენერგეტიკის საკითხებში.

ბოლო ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის 40 პროცენტი გაანადგურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend