მთავარიევროპაუკრაინარუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებას დაუბრუნდა, უკრაინული მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთულმა გემებმა მალევე გაიარეს ბოსფორის სრუტე. შეთანხმება თურქეთის წარმომადგენლებთან მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად გაგრძელდა. როგორც ცნობილია, თურქეთი ამ შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორია.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართულმა საუბარმა დიდწილად განსაზღვრა პუტინის გადაწყვეტილება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის ლიდერს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმების განახლება მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას კი მხოლოდ ერთი საფრთხე ემუქრება და ეს რუსეთის ფედერაციაა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათ საკმარისი გარანტიები მიიღეს კიევისგან, რომ მოხდება ჰუმანიტარული დერეფნების დემილიტარიზაცია, სწორედ ამიტომ რუსეთი კვლავ უბრუნდება „მარცვლეულის შეთანხმებას“.

რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლა გლობალურ შიმშილსა და საკვებზე ფასების ზრდას გამოიწვევდა. მოსკოვმა შეთანხმება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტზე დრონებით მომხდარი  თავდასხმის გამო დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend