მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული სამხედროები რუსებს უკრაინული წარმოების ნაღმმტყორცნებით იგერიებენ

უკრაინული სამხედროები რუსებს უკრაინული წარმოების ნაღმმტყორცნებით იგერიებენ

ბახმუტის რაონში ბრძოლა გრძელდება. უკრაინული ძალები წინსვლისთვის ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებს უკრაინული წარმოების ნაღმმტყორცნებით იგერიებენ. ბახმუტთან ფრონტის წინა ხაზზე უკრაინული არმიის 28-ე ბრიგადაა გამაგრებული. მათზე დასავლეთიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება გავლენას არ ახდენს, რადგან უკვე დიდი ხანია უკრაინული წარმოების საბრძოლო მასალას იყენებენ.

უკრაინული არმიის 28-ე ბრიგადის წევრებმა ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცების ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს. ახლა საბრძოლო მასალებისკენ გარბიან, რათა ნაღმი რუსი ჯარისკაცების მიმართულებით ისროლონ. ეს უკრაინული წარმოების ნაღმმტყორცნია, სწორედ მას იყენებენ ბახმუტთან წინსვლისთვის უკრაინელი ჯარისკაცები.

“ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ რამდენჯერმე დაგვესხნენ თავს და ვხედავთ მათ გახშირებულ მცდელობებს, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მოგვაყენონ. თუმცა ჩვენ შევძელით მათი ადგილმდებარეობის დადგენა და ნაღმმტყორცნებით შეტევა“, – ამბობს არტემ ხოლოდკევიჩი, უკრაინის არმიის 28-ე ბრიგადის მაიორი.

იარაღი დასავლეთიდან იგვიანებს, თუმცა ამ ქვედანაყოფს ეს ხელს არ უშლის. ისინი ძირითადად ადგილობრივი წარმოების საბრძოლო იარაღს იყენებენ.

„ჩვენ გვაქვს უკრაინული წარმოების ნაღმმტყორცნები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ. დასავლური საბრძოლო მასალებიც გვაქვს, მაგრამ ცოტა რაოდენობით… ამიტომ ჩვენი საჭიროების დაფარვას ჩვენივე, შიდა წარმოების, მასალებით ვცდილობთ“, – ამბობს არტემ ხოლოდკევიჩი, უკრაინის არმიის 28-ე ბრიგადის მაიორი.

ოკუპანტების მიმართულებით 28-ე ქვედანაყოფის წევრები დღის განმავლობაში ხშირად ისვრიან. საბრძოლო მასალაც საკმარისი აქვთ, რადგან უკრაინამ 2023 წელს 42-ჯერ გაზარდა 60 და 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების წარმოება. თუმცა საჰაერო თავდაცვის არარსებობა უკვე მესამე წელია მათ პრობლემებს უქმნის.

“ჩვენ უამრავ პრობლემას გვიქმნიან მტრის სამხედრო ვერტმფრენები. მათ მართვადი საჰაერო ბომბების ჩვენი მიმართულებით სროლა დაიწყეს. სამი ან ოთხი ვერტმფრენი გვიტევს ყოველ დილით და ღამითაც იგივე ხდება“,- ამბობს ოლექსანდრი, უკრაინის არმიის 28-ე ქვედანაყოფის მეთაური.

კიევის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ომის მესამე წელს რუსეთი ცდილობს, უფრო მეტ ქალაქსა და სოფელს შეუტიოს და გამოიყენოს რუსული ჯარისა და იარაღის ამჟამინდელი უპირატესობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend