მთავარიევროპაუკრაინარუსები მთელს უკრაინაში მარცვლეულის საწყობებს ანადგურებენ

რუსები მთელს უკრაინაში მარცვლეულის საწყობებს ანადგურებენ

კრემლის ინფორმაციით რუსულ მხარეს 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. თუმცა, ზუსტი რაოდენობა თუ რამდენი მებრძოლი გამოვიდა “აზოვსტალიდან“, დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.

ერთ-ერთი რუსული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მკურნალობენ რუსული სამხედროები დაჭრილ უკრაინელ მებრძოლებს.

ამავდროულად, რუსული შენაერთები აგრძელებენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც თითო მეტრი მიწისთვის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსული მხარე არ ერიდება სამოქალაქო შენობების მიზანში ამოღებას. რუსებმა ზაპორიჟიადან 50 კილომეტრში მდებარე მარცვლეულის საწყობი დაბომბეს. მარცვლეულის საწყობებს რუსული ძალები მთელს უკრაინაში ანადგურებენ.

რუსულმა მხარემ ასევე დაბომბა ხარკივში წყლის ერთ-ერთი გამანაწილებელი სადგური, რომელიც იქვე მდებარე საავადმყოფოსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს წყლით ამარაგებდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალები განდევნეს, ხარკივი ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

3 თვის შემდეგ, მომავალ კვირას პირველად მუშაობას განაახლებს მეტრო, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend