მთავარიევროპარუმინეთირუმინელი და ბულგარელი ფერმერები იაფი უკრაინული მარცვლეულის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

რუმინელი და ბულგარელი ფერმერები იაფი უკრაინული მარცვლეულის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

ევროპელი ფერმერები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შედეგებს უკვე გრძნობენ. საერთაშორისო შეთანხმება უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს, თუმცა პროდუქტი ახლა ბულგარეთში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში მიდის, რაც ზოგადად ფასების დაწევას იწვევს. ადგილობრივი ფერმერები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მარცვლეულის ბულგარელ მწარმოებელს სტანიმირ სტანჩევს თავისი პროდუქციიდან 30 – 40 პროცენტი დარჩა გასაყიდი. თუმცა მას გაუმართლა, რადგან სხვებს ბევრად მეტი აქვთ დარჩენილი.

ევროკომისიამ დანაკარგის ანაზღაურება კომპენსაციით სცადა. მარცვლეულის რუმინელ  მწარმოებლებს 10 მილიონი ევრო გადაეცათ, თუმცა, როგორც  ისინი ამბობენ, ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით გვალვის პირობებში.

ერთ-ერთი რუმინელი ფერმერის თქმით,  ევროკომისიის გაანგარიშება, თუ ვის რამდენი უნდა გადაეცეს კომპენსაციის სახით, არ არის მათთვის დამაკმაყოფილებელი. დაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღეს რუმინელი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია, თუმცა არ გაითვალისწინეს ის, რომ გვალვაა, რომელმაც პროდუქიიის 60-იდან 100 პროცენტამდე შემცირება გამოიწვია.

უკრაინისა და რუმინეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ საერთო გამოსავლის მოსაძებნად. რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან.

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ რუმინეთმა მხარი დაუჭირა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს და ეს გაგრძელდება ყოველგვარი გადასახადისა თუ ვალდებულების გარეშე. მისი თქმით, ეს დახმარება უკრაინისთვისაა, მაგრამ, ამავე დროს, რუმინეთი ვერ დაუშვებს, რომ ამ ყველაფრით რუმინელი ფერმერები დაზარალდნენ.

ეს საკითხი ზოგიერთი ქვეყნისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია.  პროსტესტი გამოხატეს პოლონეთის, ბალკანეთისა და  სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა. ფერმერები ამბობენ, რომ მათ სურთ უკრაინის მხარდაჭერა, თუმცა არა საკუთარი საარსებო წყაროს ფასად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend