მთავარიევროპაუკრაინარუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს

თურქეთი და გაერო ჩართული არიან ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესში,  რათა შეეცადონ და დაიცვან შეთანხმება უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,  რუსეთმა შეთანხმება დატოვა.  გაეროს ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ რუსეთმა კვლავ შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები.

მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეულით დატვირთული რამდენიმე გემი უკრაინის პორტებშია გაჭედილი,  მოსკოვის თანხმობის შემთხვევაში თურქეთში მზად არიან, სტამბოლთან ახლოს მისული გემები შეამოწმონ.

რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე საჰაერო და წყალქვეშა დრონებით მიტანილი თავდასხმების შემდეგ განაცხადა.

შეთანხმებას გასულ ივლისს მიაღწიეს, რამაც უკრაინას მისცა საშუალება, 9 მილიონი ტონა მარცვლეული და მზესუმზირის ზეთი გაეტანა ქვეყნიდან.

ამავდროულად, რუსეთს საკვებისა და სასუქების ექსპორტის უფლება მიეცა. შესაბამისად, სასურსათო ფასებმა, მარტის მაჩვენებელთან შედარებით, 15 პროცენტით დაიწია.

მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის გამო გაერო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებენ, შეცვალოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს შეთანხმებას.

ნატო ვლადიმერ პუტინს სურსათის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend