მთავარი ევროპა საფრანგეთი ფრანგი ფერმერებისთვის ელექტროენერგიისა და მარცვლეულის ფასმა მოიმატა

ფრანგი ფერმერებისთვის ელექტროენერგიისა და მარცვლეულის ფასმა მოიმატა

ფრანგი ფერმერები შეწუხებული არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ისინი შიშობენ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაფუჭება მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს.

ფრანგი ფერმერებისთვის საგრძნობლად გაიზარდა ფასები ელექტროენერგიასა და მარცვლეულზე. მათ ელექტროენერგია და მარცვლეული ქათმების, ღორებისა და ძროხების შესანახად სჭირდებათ.

იზაბელ ლებალოს ღორებისა და ქათმების ფერმა აქვს, რომელიც მას მისი მშობლებისგან გადაეცა. ახლა არ იცის, რა იქნება მომავალში.

„სანქციებს ჩვენს ფერმებზე სხვადასხვა გავლენა აქვს. ჩვენს საქონელზე ფასი დიდად არ შეცვლილა. თუმცა ცხოველების მოვლის ფასი სულ მცირე 50 ცენტით გაიზარდა, რადგან მარცვლეულისა და ნედლეულის ღირებულებამ მოიმატა. ასე მუშაობა წარმოუდგენელია“, – წუხს იზაბელ ლებალო.

15 კილომეტრის მოშორებით ფილიპე დუტერტრსაც აქვს ფერმა, რომელიც მას მშობლებმა დაუტოვეს. მასაც აინტერესებს, რა ბედი ელით ფერმერებს მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში. ის მიიჩნევს, რომ საფრანგეთისა და ევროპის სასურსათო მომავალს საფრთხე ემუქრება.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსა და ქვეყნების მთავრობებს ძლიერი მეურნეობის შენარჩუნება სურთ. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ადგილობრივად ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქტი და გამოვკვებოთ ჩვენი მოქალაქეები“, – მიიჩნევს ფილიპე დუტერტრი.

ფილიპე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და საფრანგეთი შეძლებენ, დაეხმარონ ფერმერებს, რომ საკვების სხვა ქვეყნიდან შემოტანა აღარ დასჭირდეთ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend