მთავარიევროპაუკრაინაგრძელდება მოლაპარაკებები ოდესის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად

გრძელდება მოლაპარაკებები ოდესის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად

გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინის შავი ზღვის, ოდესის პორტის განბლოკვის მიზნით, რათა სიმინდისა და ხორბლის ექსპორტზე გატანა შეძლონ.

რუსეთის შეჭრის შემდეგ შავი ზღვის პორტებში ტონობით მარცვლეულია, რომლის გატანასაც ვერ ახერხებენ. თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ძალისხმევას არ იშურებენ.

უკრაინის წარმომადგენლები აწარმოებენ კომპლექსურ მოლაპარაკებებს ყველა დონეზე, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა შეძლონ. თუმცა ჯერ პროგრესი არ არის, რადგან, ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც რუსეთის შემდგომ თავდასხმებს აიცილებენ თავიდან.

განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის სახმელეთო გადაზიდვა როგორც საავტომობილო გზებით, ისე რკინიგზით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინულ მხარეს სთავაზობს, რომ  ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის განკუთვნილი მარცვლეული მისი  ტერიტორიის გავლით გაიტანონ.  მისი თქმით, ტვირთის გადაზიდვა და ლოგისტიკური მომსახურებაც უფასო იქნება.

ამავდროულად, უკრაინის აღმოსავლეთში  დონბასის რეგიონის ქალაქ კრამატორსკის მოსახლეობა ცდილობს, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ რუსი სამხედროები მათზეც მიიტანენ იერიშს.

ალყაში მოქცეული ქალაქი სევეროდონეცკი აქედან მხოლოდ 50 კილომეტრშია. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ეშინიათ, თუმცა ეს მათი სახლია და არსად წასვლას არ აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend