მთავარიევროპაუკრაინაირანული წარმოების დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

ირანული წარმოების დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

რუსეთის დაბომბვის მიუხედავად, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ უკრაინელთა უმეტესობას წასვლა არ სურს. ბახმუტის მოსახლეობასაც საკუთარ ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნია. რუსი სამხედროების მუდმივი შეტევის ფონზე, უკრაინელი სამხედროები ხერსონს კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან. მოსკოვი კი საარტილერიო და დრონებით შეტევას აძლიერებს.

„ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი ცის დამცველებმა ურჩ მტერს ქვეყნის შიგნით შეღწევაში ხელი  შეუშალეს და ჩამოყარეს 23 ირანული წარმოების დრონი. გარდა ამისა, Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტა, ორი კა-52 შემტევი შვეულმფრენი და კიდევ ერთი სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ლითონის ჯართად იქცა. სულ  ამ პერიოდში რუსეთმა 4500 სარაკეტო დარტყმა და 8000-ზე მეტი საჰაერო იერიში განახორციელა. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და და არ ვნებდებით“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, ამ იერიშების გამო ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემა სერიოზულად დაზიანდა. ზამთარი კი მოახლოვდა. უკრაინა კვლავ მიმართავს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მუდმივად ეხმარებიან მას.

თუმცა აღჭურვილობის შეძენაც უწევთ. განნაღმვის სისტემა მათთვის აუცილებელია,  რადგან არმიას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend