მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის დაზვერვის სამსახური: რუსეთმა უკრაინაში ოთხასამდე ირანული წარმოების დრონი გამოიყენა

უკრაინის დაზვერვის სამსახური: რუსეთმა უკრაინაში ოთხასამდე ირანული წარმოების დრონი გამოიყენა

ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, უკრაინელთა კონტრშეტევა, როგორც ჩანს, ცუდი ამინდისა და რელიეფის გამო შენელდა. თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ძალებს მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავთ რუსი სამხედროები.

ხერსონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქვს ოკუპირებული.

რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხერსონიდან დაახლოებით 70 000 მშვიდობიანი მოსახლე მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა მხარეს, ხერსონის ოლქში, გადაიყვანეს. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინელთა წინსვლაა. თუმცა კიევში ფიქრობენ, რომ  რუსი სამხედროები პოზიციებს ამაგრებენ  და მძიმე ბრძოლებისთვის ემზადებიან.

მოსკოვში კი პრეზიდენტი პუტინი დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს ვიდეოზარის მეშვეობით ადევნებდა თვალს. სამხედრო წვრთნები  მასშტაბური ბირთვული თავდასხმის იმიტაცია იყო.  კრემლის პოზიცია უცვლელია. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებასა და  შემდგომში მისი რუსეთისთვის გადაბრალებას  გეგმავს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ 400-ამდე ირანული წარმოების დრონი გამოიყენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend