მთავარიკუბივაქცინები „ხანგრძლივი კოვიდის“ საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს - კვლევა 

ვაქცინები „ხანგრძლივი კოვიდის“ საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს – კვლევა 

სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის მიხედვით, ორმაგი დოზის მიღების მიუხედავად, დაინფიცირების შემთხვევაში, 50%-ით შემცირებულია ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის რისკები. გართულებული დაავადება 28 და უფრო მეტი დღეც გრძელდება.

ამის შესახებ კვლევაში საუბრობენ ლონდონის „სამეფო კოლეჯის“ ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები. მათ გამოიკვლიეს ზრდასრული ბრიტანელების მონაცემები, რომლებიც კოვიდსიმპტომების სპეციალურ მობილურ აპლიკაციას იყენებდნენ. მკვლევრებმა შეისწავლეს ეს სიმპტომები, რომელთა შესახებაც მომხმარებლები თავად წერდნენ აპლიკაციაში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 ივლისამდე. შემდეგ მათ ვაქცინირებულთა და აუცრელთა სიმპტომები შეუდარეს ერთმანეთს.

კვლევის შედეგები ემყარება მილიონზე მეტი მომხმარებლის კოვიდისტორიას.  ინფიცირებულ პირთა უმრავლესობას COVID-19-სგან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე კვირა ესაჭიროება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უვლინდება ე.წ. “ხანგრძლივი კოვიდის” სიმპტომები, რომლებიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. “ხანგრძლივი კოვიდის” სიმპტომებია: დაღლილობა, სუნთქვის გართულება, შეფერხებული აზროვნება, ხველება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გემოსა და სუნის დაკარგვა და თავის ტკივილი.

საერთო ჯამში, ვაქცინაციის შემდეგ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ნაკლებად აღენიშნება სიმპტომები. სრულად აცრილი პირები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში იშვიათად ხვდებიან საავადმყოფოში, დაავადების გართულების საფრთხეც მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს დასკვნა უკვე არაერთმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend