„კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობის პოლიტიკის განვითარება საქართველოში“ – ამ თემაზე თბილისში გუშინ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების პირველ ნაწილში PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
მეორე ნაწილი კი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომლის მონაწილეებმა განიხილეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობის კონცეფციის მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში PMCG-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარმა, ნანა ტაბაღუამ ისაუბრა.