მთავარიაზიაირანირუსეთმა კოსმოსში ირანული თანამგზავრები გაუშვა

რუსეთმა კოსმოსში ირანული თანამგზავრები გაუშვა

„როსკოსმოსმა“ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გაუშვა რუსულმა რაკეტამ კოსმოსში ორი ირანული თანამგზავრი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი და თეირანი ურთიერთობებს წლიდან წლამდე აღრმავებენ.

ირანული თანამგზავრები „ქოვსარი“ და „ჰოდჰოდი“ რუსეთის ტერიტორიიდან კოსმოსში რუსულმა კოსმოსურმა ჰომალდმა სოუიზ 2.1 მა გაუშვა.

როგორც ცნობილია, თანამგზავრი სახელწოდებით „ქოვსარი“ განკუთვნილია კოსმოსიდან მაღალი ხარისხის გამოსახულებების მისაღებად, „ჰოდჰოდი“ კი მცირე თანამგზავრია, რომელიც კავშირის დასამყარებლად გამოიყენება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, ქოვსარის მოქმედების ვადა სამ, ხოლო „ჰოდჰოდის“ ოთხ წელს შეადგენს.

გარდა ირანული თანამგზავრებისა რუსეთმა კოსმოსში 53 საკუთარი მცირე აპარატიც გაუშვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა კოსმოსში ირანული თანამგზავრი გაუშვა. 2022 წელს თეირანის დაკვეთით რუსეთში აშენდა ირანული თანამგზავრი სახელწოდებით „ჰაიამი“. ის დედამიწაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლეოდა.

ბოლო თანამგზავრების გაშვება ირანსა და რუსეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების ფონზე განხორციელდა.

უკრაინა და დასავლეთი თეირანს ადანაშაულებს მოსკოვისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებაში, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში იყენებს.

მოსკოვი და თეირანი უფრო მეტად აპირებენ კავშირების გაღრმავებას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ფარგლებში. დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის, რუსეთში ვიზიტის დროს.

მხარეებს შორის შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კრემლში განაცხადეს, რომ ვიზიტი შესაძლოა უახლოეს მომავალში განხორციელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend