მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპის ქვეყნებში დიზელის საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა

ევროპის ქვეყნებში დიზელის საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პარალელურად ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ჩანაცვლებას ცდილობენ. შედეგად ევროკავშირში მნიშვნელოვნად შემცირდა დიზელის წარმოება, რამაც რამდენიმე ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

ასოციაცია “VEMOBIN”-ის დირექტორი ერიკ კლოსტერი ამბობს, რომ ევროპა არა მარტო რუსულ ბუნებრივ აირზე გახდა დამოკიდებული, არამედ რუსულ დიზელზეც. მისი თქმით, ამჟამად ევროპის მოსახლეობა იმაზე მეტი რაოდენობის დიზელს მოიხმარს, ვიდრე ევროპული ქარხნები აწარმოებენ. ევროპაში დიზელს ძირითადად სწორედ რუსული ნავთობისგან ამზადებენ.

ნიდერლანდებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ქვეყანაში 3-4-ჯერ მეტ დიზელს აწარმოებენ,  ვიდრე მოიხმარენ. სხვა ქვეყნებში ვითარება რთულია, მათ არც საკმარისი მარაგი აქვთ. წელს ასევე მოსალოდნელია, რომ დიზელის იმპორტის შემცირებას, საწვავის დეფიციტი მოჰყვეს.

როტერდამის გადამამუშავებელ ქარხნებში დიზელს ძირითადად რუსული ნავთობისგან ამზადებენ.

ნიდერლანდების „BP-ს“ აღმასრულებელი დირექტორი კარენ დე ლათუდერი აღნიშნავს, რომ ადრე ნიდერლანდებში გამოყენებული ნედლი ნავთობის ერთი მესამედი რუსეთიდან იყო. თუმცა როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას აღარ მოიხმარენ.

სანქციების მოლოდინში ბევრმა გადამამუშავებელმა საწარმომ შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი. ახლა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც ეძებენ გზებს, რომ დიზელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოიტანონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

დიზელიდიზელი

Send this to a friend