მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული მიწების ანექსია

უკრაინული მიწების ანექსია

შეთითხნილი საბაბით მეზობელი სახელმწიფოების ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება და შემდეგ მათი ანექსია კრემლის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინად ჩამოყალიბდა.

30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა, კრემლში, წმინდა გიორგის სახელობის დარბაზში თანამოაზრეები შეკრიბა და გამოაცხადა ლუჰანსკის, ზაპოროჟიის, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ.

“თქვენ იცით, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებში რეფერენდუმი გაიმართა. მონაცემები დადასტურებულია შედეგები კი ცნობილია, ხალხმა არჩევანი გააკეთა, ერთმნიშვნელოვანი არჩევანი, დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიის რეგიონის და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, – განცახადა ვლადიმერ პუტინმა.

ეს იმ ფონზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე ჰიტლერის დამარცხების შემდეგ, ყველაზე დიდი ომის დაწყებიდან მეშვიდე თვის მიწურულს კრემლში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს.

ეს არც პირველი მობილიზაციაა რუსეთის ფედერაციაში უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ და არც ოთხ უკრაინულ რეგიონს აკონტროლებს სრულად და მყარად კრემლი.

ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ დონბასში მდებარე ლუჰანსკის რეგიონია, პუტინის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაცია კი კრემლის მიერ მობილიზაციის მეოთხე მცდელობაა უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ.

ღონისძიების დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ომში მონაწილე სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს მიმართა, მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს თუ რისთვის იბრძვიან.

“მსურს მივმართო სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, დონბასისა და ნოვორასიის მებრძოლებს, მათ ვინც ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულია და პატრიოტულ ვალდებულებას იხდის, მსურს მივმართო მათ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა გზით რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ერის დიდებული გამათავისუფლებელი მისია“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს რუსული სახელმწიფოს კოლონიზაციის და რუსი ერის დამონების მცდელობაში დასდო ბრალი.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში გადაწყვიტეს, რომ მსოფლიომ და ჩვენ მათი კარნახით უნდა ვიცხოვროთ. დასავლეთი მუდამ ცდილობდა და ახლა ცდილობს დარტყმა მოგვაყენოს, დაასუსტოს და დაანგრიოს რუსეთი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობისა და სამართლის კიდევ ერთ დარღვევას დღეს წითელ მოედანზე იზეიმებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend