მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენაზე მუშაობენ

უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენაზე მუშაობენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწები დასამუშავებლად უსაფრთხო აღარ არის. ასეთი მიწების გასუფთავებაზე, შესწავლაზე და აღდგენაზე მუშაობს ტიფაინ ლუსი, რომელიც უკრაინაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩავიდა.

მისი სამუშაო საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს, რადგან ხშირად ის მიწები, სადაც ის ნიადაგის ნიმუშებს აგროვებს, დანაღმული ან დაბომბილი იყო. ის ცდილობს დაადგინოს, ნიადაგი ომის შედეგად რამდენად არის ის დაბინძურებული და შეიცავს თუ არა ის ქიმიური ნივთიერებებს.

რისკებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი უბანი მდებარეობს ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრის დაშორებით.

უკრაინაში ძლიერად დაბომბილი სასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ წარმოების განახლება შეძლონ.

„უკრაინის მთავრობა ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ისინი საომარ მდგომარეობაში არიან, ამიტომ მათ ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. ჩვენ რისკზე მივდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენი მისია. ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს, საარსებოდ საჭირო პროდუქტი აწარმოონ და საკუთარი თავი დაიცვან,” – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უკრაინაში ნაღმზე მოქმედებისა და მიწის რეაბილიტაციის პროგრამის კოორდინატორი, ტიფაინ ლუკასი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, 2023-2024 წლებში უკრაინამ 73 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო. 17,5 მილიონი ტონა მარცვლეული და მათი პროდუქტები კი ექსპორტზე გაიტანა. ეს მონაცემები 2022-2023 წლების მაჩვენებელს აღემატება, თუმცა ომამდელ მაჩვენებელს ჩამორჩება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინის სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება მნიშვნელოვნად დააზიანა. ომამდე უკრაინას თვეში 6 მილიონი ტონა მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე, ხოლო უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ წარმოებული მარცვლეული მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონი ადამიანი მოიხმარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend