მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული და რუსული მხარეები 10 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

უკრაინული და რუსული მხარეები 10 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

დღეს, 19 მარტს რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს უახლესი ზებგერითი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი აღნიშნავს, რომ „კინჟალის“ რაკეტებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალების მიწისქვეშა საწყობი, რომელიც უკრაინის დასავალეთ ნაწილში ივანო-ფრანკივსკის რეგიონში მდებარეობდა. მისი თქმით,  სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია უკრაინული მხარის 196 უპილოტო საფრენი აპარატი, 1438 ტანკი და სხვა ჟავშანტექნიკა, 145 სარაკეტო დანადგარი, 556 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი, ასევე 1237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

მიკოლაივის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა ფაისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი,  რომ უკრაინის სამხრეთით რამდენიმე სოფელი ოკუპირებულია, თუმცა ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკური ბრძოლები, თუმცა მტრის ამოცანა იგივეა. მათი მიზანია, აიღონ იზიუმი, ვოლნოვახა, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაევი. პირველადი მონაცემებით, მოკლულია რუსეთის ფედერაციის მერვე არმიის მეთაური.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები კონტროლს კარგავენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე, რომელიც ბრძოლის დროს დაზიანდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა დღეს განაცხადა,  რომ რუსეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, 10 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება როგორც ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, ისე კიევისა და  ლუგანსკის რამდენიმე  რეგიონში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend