მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული ფილმი „კლონდაიკი“ დონბასის რეგიონში ომის მძიმე რეალობას აღწერს

უკრაინული ფილმი „კლონდაიკი“ დონბასის რეგიონში ომის მძიმე რეალობას აღწერს

კლაონდაიკი” უკრაინაში დონბასის რეგიონში გადაღებული ფილმია, რომელიც 2014 წლის მოვლენებს აღწერს.

ახლა იქ სიტუაციას რუსული არმია აკონტროლებს. ფილმმა 2022 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.

ფილმის რეჟისორისთვის მარინა ერ გორბახისთვის რუსეთმა ომი დიდი ხნის წინ დაიწყო.

“ომი ახლა არ დაწყებულა, ის 8 წლის წინ დაიწყო. ჩვენ ვნახეთ მაყურებლის რეაქცია ფილმზე. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა მოხდა 2014 წელს. კონფლიქტის დროს. ომის დაწყება ან დასასრული ხელოვანებზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ ფილმი იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რას გრძნობდნენ ადამიანები”, – ამბობს ფილმის რეჟისორი.

ფილმში ირკა, მეუღლესთან  ტოლიკთან ერთად რუსეთ-უკრაინის საზღვართან ცხოვრობს.

დონბასში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ჩამოაგდეს, ირგვლივ სრული დაბნეულობაა. ფეხმძიმე ირკა და მისი მეუღლე ტოლიკი არჩევანის წინაშე დგანან, გაიქცნენ თუ დანგრეულ სახლის შეაფარონ თავი.

“ჩუმად ყოფნით დავიღალეთ! ამიტომ გვინდოდა რაიმე გაგვეკეთებინა. ჩვენ ხელოვანები ვართ და ამის შესახებ ფილმი გადავიღეთ. ეს ჩვენი საქმეა. შესაძლოა, ეს ფილმი ბევრ ქვეყანაში გავიდეს. თუ ჩვენი ფილმი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, ჩავთვლით რომ მიზანს მივაღწიეთ”, – ამბობს მარინა ერ გორბახი.

სამხედრო კონფლიქტის ფონზე, რეჟისორი მარინა ერ გორბახი ფილმში ავითარებს ვნებიან ოჯახურ დრამას. ოსტატურად აღწერს ომის ფონზე განვითარებულ პირად ტრაგედიას და კონფლიქტის საშინელებას შესანიშნავი კინემატოგრაფიისა და მსახიობობის წყალობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend