მთავარიევროპაუკრაინავლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

უკრაინის რეგიონების ანექსიის ოფიციალურად გაფორმებამდე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი ცალსახა არჩევანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, – აღნიშნა პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend