მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: რუსული და უკრაინული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში: რუსული და უკრაინული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებენ. ამავდროულად, უკრაინაში  ჰუმანიტარული კრიზისი მძაფრდება. ოფიციალურ მოსკოვს ბრალს სდებენ შუასაუკუნოვანი სამხედრო ტაქტიკის გამოყენებაში. როგორც ირკვევა, ახლა რუსეთი სთავაზობს უკრაინას ცეცხლის დროებით შეწყვეტას, რათა რამდენიმე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაიყვანონ. ბოლოს შემოთავაზებული ევაკუაციის გეგმა ოფიციალურმა კიევმა უარყო, რადგან მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიისკენ გაყვანა იგეგმებოდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მცირე პროგრესით დასრულდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მათ მიიღეს დადებითი შედეგები ჰუმანიტარული დერეფნების საკითხთან დაკავშირებით. შეიცვლება გარკვეული რაღაცები, რაც საშუალებას მისცემს მათ, უფრო ეფექტიანად დაეხმარონ რუსული აგრესიის მსხვერპლ ხალხს. მისივე თქმით, მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე – შერიგება, ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა – გაგრძელდება ინტენსიური კონსულტაციები.

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ვლადიმერ მედინსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკვე ხვალიდან ამუშავდება ჰუმანიტარული დერეფნები. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით უკრაინულმა მხარემ გარანტიები მისცა. გარდა ამისა, გაგრძელდება დისკუსიები პოლიტიკური და სამხედრო საკითხების შესახებაც. თუმცა მან ისიც დასძინა, რომ ჯერ ძალიან რთული და ადრეა, რომ რაიმე დადებითზე ისაუბრონ.

თურქეთის მხარდაჭერით საგარეო საქმეთა მინისტრები – რუსეთის მხრიდან  სერგეი ლავროვო და კიევის მხრიდან კი დმიტრო კულება – ერთმანეთს თურქეთის სამხრეთში ხუთშაბათს შეხვდებიან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოფისიდან გამოაქვეყნა ვიდეო. ის აცხადებს, რომ მას არაფრის ეშინია და არსად აპირებს წასვლას.

იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო ტაქტიკა ალყაში მოქცევას და დაბობვას გულისხმობს, უკრაინის დედაქალაქი თავდასხმისთვის ემზადება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend