მთავარიამბებიმოიჯარეები სახელმწიფოსგან მიწების გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

მოიჯარეები სახელმწიფოსგან მიწების გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

მოიჯარეები სახელმწიფო მიწების გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ . ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით მიიღო.

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს,  უფრო ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება მიწების  25-პროცენტიანი ფასდაკლებით გამოსყიდვა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 10 მაისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადების მიხედვით, მიწას, რომელსაც აფასებს სამხარაულის ბიურო, 100 პროცენტიანი ფასის 25-პროცენტიანი ფასდაკლება ექნება, რომლითაც მოიჯარეები  ისარგებლებენ.

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფერმერებს გაახარებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული მიწა და ფიქრობდნენ მის გამოსყიდვას. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებენ სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და  დაფინანსების მოზიდვა. თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. ამიტომ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს,  უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend