მთავარიევროპაუკრაინაNASA: რუსი სამხედროები უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების 22% იკავებენ

NASA: რუსი სამხედროები უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების 22% იკავებენ

ხარკივის პოლიცით ინფორმაციით, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  ხუთი კი დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი დაბომბა.

პოლიციის თქმით, ბომბი საცხოვრებელ უბანს მოხვდა და გაჩნდა  ხანძარი, რის შედეგადაც სახლი, ავტოსადგომი და სამრეწველო ტერიტორია დაიწვა.

წინასწარი გამოძიებით ირკვევა, რომ დაბომბვის დროს რუსმა სამხედროებმა  სარაკეტო სისტემის მაღალფეთქებადი ფრაგმენტული ჭურვები გამოიყენეს.

“ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ დასავლეთს სურს ჩვენთან ბრძოლა, სანამ ერთი უკრაინელი მაინც ცოცხალი იქნება. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ამ მიმართულებით მიდის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლა ჯერ არც კი დაგვიწყია. თუმცა ჩვენ არ ვამბობთ უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან გარიგების დადება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს ლინდსი გრემსა და რიჩარდ ბლუმენთალს შეხვდა.

„დღეს ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი გამოწვევა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე სამოქალაქო სექტორში, მუდმივი სარაკეტო თავდასხმებია ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ შენობებზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და ა.შ. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა,  1 სექტემბრისთვის ბავშვები და ქალები   დაბრუნდნენ უკრაინაში და  ბავშვები სკოლაში წავიდნენ”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

უკრაინელები ქალაქ კრამატორსკთან ახლოს, კონფლიქტით დაზარალებულ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, მოსავლის აღებას იწყებენ იმ მინდორში, სადაც ბომბებია ჩამოყრილი.

NASA-ს თქმით, რუსი სამხედროები უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22 პროცენტს იკავებენ, ამიტომ გლობალური ბაზრების ერთ-ერთ მთავარი მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მარცვლეულისა და საკვები ზეთების ექსპორტს.

NASA-ს მეცნიერები ამბობენ, რომ  მოსავლის აღების პროცესი შეფერხებულია, რადგან დაბომბვის გამო მინდვრები დაზიანებულია, მუშახელიც არ ჰყოფნით. ფერმერთა დიდი ნაწილი კი ომს გაექცა.  ამ პრობლემებმა  შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნებისთვის საკვების მიწოდებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend